Country Results  | იხილეთ გვერდი:

საქართველო

Which countries lead in budget accountability? Which ones need improvement? Explore our data and recommendations for each of the 120 countries assessed.
Open Budget Survey Results

საზოგადოების მონაწილეობა

28

საბიუჯეტო ზედამხედველობა

82

გამჭვირვალობა

81

„ღია ბიუჯეტის კვლევა“ 2019

ბიუჯეტის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებები - რა გადასახადები დააწესოს, რა მომსახურება მიაწოდოს და რა მოცულობის ვალი აიღოს - გავლენას ახდენს მოქალაქეთა თანასწორობასა და კეთილდღეობაზე, მათ შორის იმაზე, ექნება თუ არა საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს უკეთესად ცხოვრების შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ საზოგადოების ინფორმირება და ჩართულობა უზრუნველყოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.

Read more

 

„ღია ბიუჯეტის კვლევა“ მსოფლიოში ერთადერთი დამოუკიდებელი, შედარებადი და ფაქტებზე დაფუძნებული კვლევითი ინსტრუმენტია, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კრიტერიუმებს იყენებს შემდეგი საკითხების შესაფასებლად: ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციაზე საჯარო ხელმისაწვდომობა; საბიუჯეტო პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ფორმალური შესაძლებლობები; და საბიუჯეტო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ისეთ ინსტიტუტების როლი როგორიცაა პარლამენტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.


კვლევა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას ეხმარება, შეაფასოს საჯარო ფინანსების გამოყენება და რეკომენდაციები მიაწოდოს მთავრობას. „ღია ბიუჯეტის კვლევის“ წინამდებარე მე-7 რედაქცია 117 ქვეყანას მოიცავს.

Summary
81 /100

„ღია ბიუჯეტის კვლევის“ ეს ნაწილი ზომავს იმ ინფორმაციაზე საჯარო ხელმისაწვდომობას, რომელიც შეეხება ცენტრალური მთავრობის მიერ საჯარო რესურსების მოზიდვას და ხარჯვას. კვლევა 109 თანაბარწონიანი ინდიკატორის გამოყენებით 8 მთავარი საბიუჯეტო დოკუმენტის ონლაინ ხელმისაწვდომობას, დროულ გამოქვეყნებასა და ინფორმაციის სრულყოფილებას შეისწავლის, რის საფუძველზეც ქვეყნებს 0-დან 100-მდე ქულით აფასებს. 61 ან მასზე მაღალი მიღებული ქულა იმას მიანიშნებს, რომ ქვეყანა საბიუჯეტო საკითხებზე ინფორმირებული საჯარო განხილვების მხარდასაჭერად საკმარის მასალას აქვეყნებს.

საქართველოს საბიუჯეტო გამჭვირვალობა სხვა ქვეყნებთან შედარებით

მსოფლიოს საშუალო ქულა
45
საქართველო
81
რუსეთი
74
ყირგიზეთის რესპუბლიკა
63
ყაზახეთი
58
თურქეთი
51
აზერბაიჯანი
35
ტაჯიკეთი
17
0
საკმარისი
61
არასაკმარისი
100

საქართველოს რეიტინგი: მე-5 ადგილი 117 ქვეყანას შორის

0
100

დროთა განმავლობაში როგორ იცვლებოდა საქართველოს „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ ქულა

55
2010
55
2012
66
2015
82
2017
81
2019
0
საკმარისი
61
არასაკმარისი
100

საბიუჯეტო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა საქართველოში

Key
საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია
გამოქვეყნდა დაგვიანებით, ან ელექტრონულად არ არის ხელმისაწვდომი, ან მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა
არ შექმნილა
Scroll
დოკუმენტი 2010 2012 2015 2017 2019
ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი
მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი
სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები
სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში
სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ

რამდენად ყოვლისმომცველია საქართველოს მთავრობის მიერ გასაჯაროებული საბიუჯეტო დოკუმენტები?

Key
61-100 / 100
41-60 / 100
1-40 / 100
Scroll
ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტი დოკუმენტის მიზანი და შინაარსი შეფასებული ფისკალური წელი დოკუმენტის შინაარსის შეფასების ქულა
ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები ასაჯაროებს ფისკალური პოლიტიკის ზოგად პარამეტრებს ბიუჯეტის პროექტის წარდგენამდე; აყალიბებს მთავრობის ეკონომიკურ პროგნოზებს, სავარაუდო შემოსავლებს, ხარჯებსა და ვალს. 2019 100
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო ორგანოში მისაღებად წარდგენილი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა მოცემული შემოსავლის წყაროები, ასიგნებები, პოლიტიკის შემოთავაზებული ცვლილებები და სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ქვეყნის ფისკალური მდგომარეობის გასაგებად. 2019 78
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი საკანონმდებლო ორგანოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი. 2019 100
მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ან მისი პროექტის უფრო მარტივად გასაგები და ნაკლებად ტექნიკური ვერსია, რომელიც განკუთვნილია საზოგადოების ინფორმირებისთვის. 2019 58
ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები მოიცავს ინფორმაციას სამი თვის მანძილზე მიღებული შემოსავლების, გაწეული ხარჯებისა და აღებული ვალების შესახებ. 2018 100
ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ ყოვლისმომცველი განახლებული ინფორმაცია, რომელიც მიმოიხილავს განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზებს. 2018 52
სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში აღწერს მთავრობის ფინანსური ანგარიშების მდგომარეობას წლის ბოლოსთვის და, იდეალურ შემთხვევაში, აფასებს საბიუჯეტო პოლიტიკის მიზნების მიღწევის კუთხით არსებულ მდგომარეობას. 2017 85
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ სახელმწიფოს უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც აფასებს მთავრობის წლიური ანგარიშების ხარისხსა და სისრულეს. 2017 95

საქართველოს ბიუჯეტის გამჭვირვალობაში 2019 წელს მიღებული ქულა - 81 – 2017 წლის ქულასთან ახლოს არის.

რა მიგნებები ჰქონდა 2019 წლის „ღია ბიუჯეტის კვლევას“?

საქართველომ ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციაზე საჯარო ხელმისაწვდომობა გაზარდა:

აუდიტის ანგარიშში შემაჯამებელი მიმოხილვის დამატებით.
თუმცა, საქართველომ შეამცირა საჯაროდ ხელმისაწვდომი საბიუჯეტო ინფორმაციის მოცულობა:
წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში წინა საბიუჯეტო წლის ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის, რომელიც წინა წლებში ბიუჯეტის ცვლილებების დოკუმენტში ყოველთვის მოცემული იყო, შემცირებით.

რეკომენდაციები

ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად საქართველომ შემდეგი ქმედებები უნდა დაისახოს პრიორიტეტად:

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს უნდა ჩაემატოს ინფორმაცია ფისკალური რისკების შესახებ. მაგალითად, ინფორმაცია სახელმწიფო საწარმოებისთვის გადაცემულ ტრანსფერებზე, მათს კვაზი-ფისკალურ საქმიანობასა და საბიუჯეტო წლის საგადასახადო დანახარჯებზე.
ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს მიმდინარე წლის ბოლომდე მოსალოდნელი შემოსავლების შესახებ განახლებული მონაცემები და მათი შედარება თავდაპირველ პროგნოზებთან.
მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევის შემუშავებისას საზოგადოების ჩართულობა უკეთ უნდა იყოს უზრუნველყოფილი და აღნიშნული დოკუმენტი უნდა გავრცელდეს სხვადასხვა მედიასაშუალებით, რათა სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიამდე მიაღწიოს.
28 /100

მხოლოდ გამჭვირვალობა მმართველობის გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის. საბიუჯეტო პროცესებში საზოგადოების მონაწილეობას შეუძლია იმ პოზიტიური შედეგების მაქსიმალურად გაუმჯობესება, რაც ბიუჯეტის გამჭვირვალობის ზრდასთან არის დაკავშირებული.

„ღია ბიუჯეტის კვლევის“ ფარგლებში იმის განსაზღვრაც ხდება, თუ რამდენად სთავაზობს მთავრობა საზოგადოებას საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ჩართვის შესაძლებლობას. კვლევა 18 თანაბარწონიანი ინდიკატორის მეშვეობით აფასებს აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოსა და უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტის ამ კუთხით არსებულ პრაქტიკას. აღნიშნული ინდიკატორები „ფისკალური გამჭვირვალობის გლობალური ინიციატივის“ საზოგადოების მონაწილეობისა და ფისკალური პოლიტიკის პრინციპებთან არის შესაბამისობაში და ქვეყნებს 0-დან 100-მდე ქულით აფასებს.

საბიუჯეტო პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის კუთხით საქართველოს 28 ქულა (100-დან) აქვს.

საქართველოს საზოგადოების მონაწილეობის ქულა სხვა ქვეყნებთან შედარებით

მსოფლიოს საშუალო ქულა
14
ყირგიზეთის რესპუბლიკა
33
საქართველო
28
რუსეთი
22
ყაზახეთი
17
აზერბაიჯანი
9
ტაჯიკეთი
7
თურქეთი
0
0
საკმარისი
61
არასაკმარისი
100

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე

საბიუჯეტო პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობები

0
/100
ფორმულირება
(აღმასრულებელი ხელისუფლება)
56
/100
დამტკიცება
(საკანონმდებლო ხელისუფლება)
0
/100
განხორციელება
(აღმასრულებელი ხელისუფლება)
78
/100
აუდიტი
(სახელმწიფო აუდიტის სამსახური)
Key
0-40: Few
41-60: Limited
61-100: Adequate

რეკომენდაციები

საბიუჯეტო პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გასაზრდელად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა უნდა დაისახოს პრიორიტეტად:

უნდა დანერგოს საპილოტე მექანიზმები სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმულირების და ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგის დროს საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
პროცესში აქტიურად ჩართოს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები პირდაპირი გზით ან მათი ინტერესების წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მეშვეობით.
82 /100

„ღია ბიუჯეტის კვლევა“ ასევე ადგენს, თუ რამდენად შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს და უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტს ბიუჯეტზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება; თითოეული ქვეყანა 18 თანაბარწონიანი ინდიკატორის მეშვეობით 0-დან 100-მდე ქულით ფასდება. გარდა ამისა, კვლევა აგროვებს დამატებით ინფორმაციას დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების შესახებ (იხილეთ ჩანართი).

მთლიანობაში საქართველოს პარლამენტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური საბიუჯეტო პროცესზე სათანადო ზედამხედველობას უზრუნველყოფს - ერთობლივი ქულა არის 82 (100-დან). თითოეული ინსტიტუტის ქმედებების ინდივიდუალური შეფასება ქვემოთ არის მოცემული:

საპარლამენტო ზედამხედველობა

0
78
100
სათანადო

ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან

0
89
100
სათანადო
Key
0-40: Few
41-60: Limited
61-100: Adequate

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის გასაზრდელად და ბიუჯეტზე ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად შემდეგი ნაბიჯების გადადგმა არის რეკომენდებული:

აუდიტის პროცესის შესწავლა და შეფასება დამოუკიდებელი უწყების მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების დანერგვის მზარდი პრაქტიკა

საქართველოში დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუტს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი წარმოადგენს. მისი დამოუკიდებლობა კანონით არის განსაზღვრული და იგი საქართველოს პარლამენტის მიმართ არის ანგარიშვალდებული. აღნიშნული უწყება აქვეყნებს საკუთარ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პროგნოზებს და ანგარიშობს ყველა ახლად შემოთავაზებული პოლიტიკის მოსალოდნელ ხარჯებს.

*საბიუჯეტო ზედამხედველობის ქულა არ მოიცავს დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების შეფასების ინდიკატორებს

მეთოდოლოგია

  • 2019 წლის „ღია ბიუჯეტის კვლევა“ მხოლოდ 2018 წლის 31 დეკემბრამდე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, მომხდარ მოვლენებს და განხორცილებულ საქმიანობას აფასებს.
     
  • კვლევა ეფუძნება კითხვარს, რომელსაც ყოველ ქვეყანაში ავსებს ბიუჯეტის საკითხების დამოუკიდებელი ექსპერტი:
    ბესო ნამჩავაძე
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
    დავით აღმაშენებლის გამზირი #61, თბილის, საქართველო
    [email protected]
     
  • კვლევის შედეგების გასამყარებლად შევსებული კითხვარის პროექტს, აგრეთვე, განიხილავს ანონიმი დამოუკიდებელი ექსპერტი და ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.
Past reports
Years
Language
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა EN
PDF, en
კითხვარი EN
PDF, en
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა KA
PDF, ka
კითხვარი EN
PDF, EN
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა EN
PDF, EN
კითხვარი EN
PDF, EN
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა EN
PDF, EN
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა RU
PDF, RU
კითხვარი EN
PDF, EN
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა EN
PDF, EN
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა RU
PDF, RU
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა RU
PDF, RU
კითხვარი EN
PDF, EN
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა EN
PDF, EN
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა EN
PDF, EN
კითხვარი EN
PDF, EN
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა EN
PDF, EN
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა EN
PDF, EN
ქვეყნის შედეგების მიმოხილვა EN
PDF, EN
კითხვარი EN
PDF, EN